მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

როგორ დავგეგმოთ აუზის მშენებლობა?

Sunday, July 20, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია
კიდევ ერთხელ თვალი გადავავლეთ პროექტის შაბლონს, შემდეგ გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო. ამის შემდეგ მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციას, აღსანიშნავია რომ ყველას პრეზენტაცია საოცრად საინტერესო იყო(პროექტები ნამდვილად საინტერესო თემატიკის იყო) ბოლოს ქალბატონმა თამარმა საზეიმოდ  გადმოგვცა სერტიფიკატები. დიდი მადლობა ინტელს,მასწავლებელთა პროფ.განვ.ეროვნულ ცენტრს და ტრენერ თამარ ლოსაბერიძეს.

Saturday, July 19, 2014

მერვე დღის რეფლექსია
გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე და შევავსეთ სასწავლო პროცესის გრაფა.გავეცანით ნ.ლაბარტყავას პრეზენტაციას.,რომელიც ეხებოდა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს.

Wednesday, July 16, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევქმენით შეფასების რუბრიკა. გავაკეთეთ შეფასების  ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.

Sunday, July 13, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ  თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის   ნიმუში,კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. 

Saturday, July 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია
დავასრულეთ  ბუკლეტი, თავისი  გაფორმებით. შევქმენით  პრეზენტაცია.სამუშაო იყო ძალიან საინტერესო,იმიტომ რომ თვალნათლივ დავინახეთ შედეგი. დღე შეუმჩნევლად გავიდა...

Sunday, July 6, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:   ვიმსჯელეთ და ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, ვიმუშავეთ ბუკლეტზე, ჩავსვით საჭირო სურათები,მოძიებული ინტერნეტიდან.

Saturday, July 5, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
გავხსენით სტანდარტი,  ამოვარჩიეთ თემის შესაბამისი ინდიკატორები, მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,  გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომია ,ამოვიღე ზმნები და მოვარგე მიზანს,  გავაშალაშინეთ 21- საუკუნის ტერმინებით, ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ შეკითხვებზე  კერძოდ: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვებზე.